loader

ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა და გზის სავალ ნაწილზე დაეცა - ვითარება გორში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა და გზის სავალ ნაწილზე დაეცა - ვითარება გორში

ძლიერმა ქარმა გორი დააზარალა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზიანდა ქუჩაში პარკინგზე მდგომი ერთი ავტომობილი.
ამ დროისთვის, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის, საგანგებო სიტუაციებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც მომხდარს შეისწავლის და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ქალაქის კიდევ ორ ლოკაციაზე ძლიერმა ქარმა ხეები მოტეხა, აღნიშნულ ტერიტორიაზეც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.


როგორც "პალიტრავიდეოს" კორესპონდენტი ია თინიკაშვილი ადგილიდან იტყობინება, გორში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა ერთ-ერთი კორპუსის სახურავი და ის გზის სავალ ნაწილზე დაეცა. 


ასევე იხილეთ: წამიც და მოგლეჯილი სახურავი 2 მოძრავ ავტომობილს დაეცემოდა - სტიქიის ამსახველი კადრი გორიდან