loader

ვინ იქნება "ოცნების" სიის სათავეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იქნება "ოცნების" სიის სათავეში

ასევე ნახეთ: ტოვებს თუ არა გახარია პრემიერის პოსტს, ივანიშვილთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ - რას ამბობენ პოლიტიკოსები

ქვეყანაში კორონავირუსის გარკვეულწილად "დამარცხების" შემდეგ "ქართული ოცნების" მთავარი საზრუნავი მომავალი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც წესითა და რიგით, შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. მედიაში უკვე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება მოხვდეს "ოცნების" საარჩევნო სიაში და ვინ სად გადაანაწილონ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია იქნებოდა, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, სიის სათავეში შესაძლოა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვიხილოთ. ამასთანავე, ამ უკანასკნელმა მმართველი ძალის კვლავ გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიც დაიკავოს.

მომზადებულია Kvirispalitra.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით