loader

ვის მეტ ძალაუფლებას ანიჭებს ივანიშვილი საარჩევნო პროცესის წარმართვისას - რა ირკვევა მმართველი გუნდის კულუარებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვის მეტ ძალაუფლებას ანიჭებს ივანიშვილი საარჩევნო პროცესის წარმართვისას - რა ირკვევა მმართველი გუნდის კულუარებიდან

უკვე რამდენიმე დღეა არ წყდება მითქმა-მოთქმა, რომ გიორგი გახარია შესაძლოა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წავიდეს.
ამ ხმებმა უკვე ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ "ქართული ოცნების" სადეპუტატო კორპუსის დიდი ნაწილი და ზოგადად, პარტიული ვერტიკალიც უკვე გვარიანად შეშფოთდა. პარტიული აქტივის დიდ ნაწილს სწორედ გახარიას ფაქტორის ეიმედება ყველაზე მეტად მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და ერთადერთ ახსნას, რასაც უძებნიან მის შესაძლო წასვლას მთავრობიდან, საარჩევნო სიის პირველი ნომრობა და საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვაა, თუმცა არჩევნებში კარგად გამობრძმედილი ადამიანები ამბობენ იმასაც, რომ უკვე ივნისში საარჩევნო სიის თავკაცობისთვის პრემიერობიდან წასვლა, ცოტა არ იყოს, ნაადრევია, მით უფრო, რომ როგორც ჩვენ ინფორმირებულმა წყარომ გვითხრა, "ქართულ ოცნებაში" ორი დღის წინ გამართული შეკრებისას პარტიულმა ბოსებმა გამოაცხადეს, რომ საარჩევნო სია ცნობილი დღევანდელი პარლამენტარებისთვისაც კი სექტემბერზე ადრე არ გახდება. ამას ერთი ახსნა აქვს: როგორც ჩანს, გვარიანად აპირებენ "ქართული ოცნების" სადეპუტატო კორპუსის გაწმენდას, რის გახმაურებასაც არ ჩქარობენ, რადგან არ უნდათ ერთბაშად ბევრი უკმაყოფილო დეპუტატი აღმოჩნდეს პარლამენტში.

kvirispalitra.ge-ს მიხედვით მოამზადა მარიამ ჩიქოვანმა

გაიგე მეტი ამ თემაზე Kvirispalitra.ge