"მამაკაცმა შვილების მისამართით ისროლა" - ახალი დეტალები ვარკეთილიდან, სადაც პოლიცია შტურმისთვის ემზადება
15:00 / 05-06-2020
ვარკეთილში, სადაც ერთ-ერთ ბინაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცია ჩაკეტილი, საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე მივიდა. ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც და ამ დროისთვის, მამაკაცთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.