loader

გარდაიცვალა ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც აფეთქების შემდეგ, ამაშუკელზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გარდაიცვალა ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც აფეთქების შემდეგ, ამაშუკელზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა

ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს. ექსპერტ - კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო", - ნათქვამია ინფორმაციაში. დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი რამდენიმე დღე საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ცნობისთვის, აღნიშნულ გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება მოხდა და ერთი ადამიანი დაშავდა.