loader

ყაჩაღობა თბილისში: ბრალდებულმა, რომელმაც ბასრი საგნის გამოყენებით მოქალაქეს მობილური ტელეფონი წაართვა, დაკავებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყაჩაღობა თბილისში: ბრალდებულმა, რომელმაც ბასრი საგნის გამოყენებით მოქალაქეს მობილური ტელეფონი წაართვა, დაკავებულია

საპატრულო პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, 1989 წელს დაბადებულ მოქალაქეს - გ.მ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვა მობილური ტელეფონი. მოქალაქემ პატრულ-ინსპექტორებს დახმარების მიზნით მიმართა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და ბრალდებული ადგილზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბასრი საგანი და ყაჩაღობის გზით მოპოვებული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.