loader

"მე ხვალიდან ბოიკოტს ვაცხადებ" - ემზარ კვიციანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ხვალიდან ბოიკოტს ვაცხადებ" - ემზარ კვიციანი

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი, ხვალიდან პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

როგორც მან პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის მოითხოვს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქონება უსამართლოდ წაართვეს, დაუბრუნონ. "ამასთან დაკავშირებით მე ხვალიდან ბოიკოტს ვაცხადებ. აშშ-ის საელჩოსთან ადამიანებთან ერთად მივდივარ მოთხოვნით, რომ ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე ისე, როგორც ორი დამნაშავე, ოქრუაშვილი და უგულავა გამოაშვებინეს. დამნაშავე გამოუშვიო, რომ გვეუბნებიან, უდანაშაულოს რას გვერჩიან? ამიტომ ამერიკის საელჩოსთან მივდივარ მოთხოვნით: დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.