loader

რა ვიცით კაცზე, რომელმაც შესაძლოა, დონალდ ტრამპი დაამარცხოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიცით კაცზე, რომელმაც შესაძლოა, დონალდ ტრამპი დაამარცხოს

შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბრის არჩევნებზე ის დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.
ბაიდენი მომხრეებისთვის საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტია, რომელსაც ზურგს ვაშინგტონში ათწლეულობით მუშაობა უმაგრებს. ძლიერი ორატორი, რომელიც უბრალო ადამიანებში ყოველთვის პოულობს გამოძახილს; ადამიანი, რომელიც მამაცურად გაუმკლავდა პირად პრობლემებს.
ოპონენტებისთვის ბაიდენი ხალხისგან დაშორებული, დედაქალაქის ელიტის წარმომადგენელია.
ბაიდენი 77 წლისაა. კარიერა ვაშინგტონში, სენატორის რანგში დაიწყო, რომელსაც 1973 წლიდან 2009 წლამდე იკავებდა. ეს მისი მესამე საპრეზიდენტო კამპანიაა.
ექსპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომლის პრეზიდენტობისასაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, დადებითად შეაფასა ბაიდენის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა.