loader

სამინისტროების ჩამონათვალი, სადაც წელს სახელფასო ფონდი მცირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამინისტროების ჩამონათვალი, სადაც წელს სახელფასო ფონდი მცირდება

2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა სახელფასო ფონდს 57 მლნ-ით ამცირებს.

კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტით (საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტი) უწყებებში დასაქმებულთა ხელფასებზე, ნაცვლად 1,896 მლრდ ლარისა, 1,839 მლრდ ლარი დაიხარჯება. ბიუჯეტის პროექტის ასიგნებების მიხედვით კი, ხარჯვითი დაწესებულებების სახელფასო ფონდი 22,298 მლნ ლარით მცირდება. კერძოდ, 2020 წლის ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სახელფასო ფონდისთვის გათვალისწინებული იყო 1,575 მლრდ ლარი, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად კი, სახელფასო ფონდი 1,553 მლრდ ლარს შეადგენს.