loader

უახლესი ინფორმაცია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე და მარინა ეზუგბაიას მოწოდება ჟურნალისტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი ინფორმაცია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე და მარინა ეზუგბაიას მოწოდება ჟურნალისტებს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 837 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 697 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 303 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.