loader

ვინ შეაღწია მინისტრ წულუკიანის სამსახურებრივ ფოსტაში - სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ყოფილ ხელმძღვანელებს დევნაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ შეაღწია მინისტრ წულუკიანის სამსახურებრივ ფოსტაში - სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ყოფილ ხელმძღვანელებს დევნაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივის

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ელექტრონულ ფოსტაში უკანონო შეღწევის ბრალდებით სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ყოფილ ხელმძღვანელებს დევნასა და ზეწოლაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივის. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მომზადებულ სტატიაში იუწყება.

როგორც "რადიო თავისუფლების" მიერ მომზადებულ მასალაშია ნათქვამი, ქუთაისის #2 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსი შორენა ჯიმშელეიშვილი იუსტიციის მინისტრის სამსახურებრივ ელექტრონულ სისტემაში 71-ჯერ უკანონოდ შეღწევაში დაადანაშაულეს და 2019 წლის ივლისში სამსახურიდან დაითხოვეს.