loader

დაკავებული: "ვერ ვსუნთქავ", პოლიციელი: "არ მაინტერესებს" - ვრცელდება აქამდე უცნობი კადრები, როგორ გარდაიცვალა კიდევ ერთი შავკანიანი დაკავებისას 1 წლის წინ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავებული: "ვერ ვსუნთქავ", პოლიციელი: "არ მაინტერესებს" - ვრცელდება აქამდე უცნობი კადრები, როგორ გარდაიცვალა კიდევ ერთი შავკანიანი დაკავებისას 1 წლის წინ

აშშ-ში კიდევ ერთი შავკანიანი მამაკაცის დაკავების ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელიც დაკავებისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვიდეო შარშან, ოკლაჰომა-სიტიშია გადაღებული და მასზე 42 წლის დერიკ სკოტის დაკავების ფაქტია ასახული.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მისდევს ორი პოლიციელი გაქცეულს, დაეწევა და მიწაზე აწვენს. ისმის დაკავებულის ხმა: "ვერ ვსუნთქავ" და პოლიციელის პასუხი: "არ მაინტერესებს".
დაკავებისას მამაკაცმა გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა სამედიცინო პერსონალმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
მამაკაცის აუტოფსიის შედეგებმა აჩვენა, რომ დერიკ სკოტის სიკვდილის მიზეზი ფილტვის კოლაფსი გახდა.