loader

სომხეთში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობამ 16 000-ს გადააჭარბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომხეთში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობამ 16 000-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 16 004-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 264-ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში კორონავირუსისგან სულ 6 081 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ცნობისათვის, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ხელისუფლებამ სომხეთში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით, 13 ივლისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.