loader

რა შედეგები აჩვენა კვლევამ, რომლის გამოც დექსამეტაზონი კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებად დაასახელეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შედეგები აჩვენა კვლევამ, რომლის გამოც დექსამეტაზონი კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებად დაასახელეს

BBC-ის ინფორმაციით, იაფი და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მედიკამენტი - დექსამეტაზონი, მძიმედ დაავადებულ კოვიდპაციენტებში სიკვდილიანობას ამცირებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, გაერთიანებულმა სამეფომ COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატების ყველაზე დიდი შერეული კლინიკური კვლევა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. პრეპარატებს შორის დექსამეტაზონის მცირე დოზაც გამოიყენებოდა. როგორც აღმოჩნდა, მედიკამენტმა სასუნთქ აპარატზე მიერთებული პაციენტების სიკვდილიანობა - მესამედამდე, ხოლო ჟანგბადზე შეერთებული პაციენტების მეხუთედამდე დაიყვანა.

მეცნიერების თანახმად, ბრიტანეთში პანდემიის დასაწყისიდანვე ამ პრეპარატით რომ დაეწყოთ პაციენტების მკურნალობა, დაახლოებით 5 000 სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდებოდა.


გაფრთხილება: დაუშვებელია პრეპარატის ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება