loader

მკვლელობა თბილისში, მამაკაცმა ოჯახის ახლობელს გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა - შსს დაკავების კადრებს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა თბილისში, მამაკაცმა ოჯახის ახლობელს გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა - შსს დაკავების კადრებს აქვეყნებს

თბილისში, პაატა ჯანელიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1965 წელს დაბადებულმა მამაკაცმა ოჯახის ახლობელს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მათივე განმარტებით, მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და მამაკაცი დაკავებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული ც.ა. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.