loader

შეზლონგები ყოველი გამოყენების შემდეგ სველი წესით უნდა იწმინდებოდეს - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეზლონგები ყოველი გამოყენების შემდეგ სველი წესით უნდა იწმინდებოდეს - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას შეზლონგებთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს.

როგორც გამყრელიძე ამბობს, შეზლონგები ყოველი გამოყენების შემდეგ სველი წესით უნდა იწმინდებოდეს და სასურველია, ასევე გაუკეთდეს მას ყოველი გამოყენების შემდეგ დეზინფექციაც. გამყრელიძე დამსვენებლებსაც ურჩევს, შეზლონგი გამოყენებამდე თავადაც გაწმინდონ.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, თუ კოვიდიანმა პაციენტმა დააცემინა, დაახველა შეზლონგზე, წვეთი პლასტმასის ზედაპირზე საკმაოდ დიდხანს რჩება და ამიტომ რეკომენდირებულია მისი ხშირი გაწმენდა.