6 სასტუმროს თაღლითური სქემა, რომლითაც უცხოელებს დიდი ოდენობით თანხებს აჭრიდნენ - პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი 6 სასტუმროს ხელმძღვანელობითი და მმართველობითი უფლებამოსილების მქონე პირები სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ბრალდებულებთან - გ.კ. და კ.ა.-სთან და დანაშაულებრივი ჯგუფის საზღვარგარეთ მყოფ სხვა წევრებთან.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ე.კ-მ, ლ.გ-მ, გ.გ-მ, ვ.ნ-მ, შ.ი-მ და ლ.დ-მ, მათივე მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული კომპანიების სახელზე, რომლებიც სასტუმრო მომსახურებას ეწეოდნენ, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გახსნეს საბანკო ანგარიშები და პოს ტერმინალისა და "ჯეო ფეის" საგადახდო სისტემის მომხმარებლებად დარეგისტრირდნენ.