loader

პრემიერის კომენტარი გიორგი გაბუნიას სკანდალურ საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერის კომენტარი გიორგი გაბუნიას სკანდალურ საქმეზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადებში ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი უნდა მისცეს იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, სპეკულირების შესაძლებლობა არ მისცენ.