loader

ძლიერი სეტყვა ხაშურის მუნიციპალიტეტში - დაისეტყვა 3 სოფელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი სეტყვა ხაშურის მუნიციპალიტეტში - დაისეტყვა 3 სოფელი

ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სეტყვა ხაშურის მუნიციპალიტეტში. ძირითადად სამი სოფელი - სათივე, ქვიშხეთი და სარმანშვილისკარი დაზარალდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში ძირითადად დაზიანდა ნათესები, საკარმიდამო ნაკვეთებში არსებული ბოსტნეული კულტურები და ვენახები. მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიაზე სტიქია არ დაფიქსირებულა.

ცნობისთვის, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, აღნიშნულ სოფლებში სეტყვა მეორედ დაფიქსირდა.

ავტორი: ია თინიკაშვილი