loader

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

პლენარულ სხდომას 120 დეპუტატი ესწრება. რეგისტრაცია პარლამენტის სწორედ ამდენმა წევრმა გაიარა.

ამ წუთებში დეპუტატებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიმართავს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს აფასებს.

განხილვის შემდეგ, პირველი მოსმენით პროექტს კენჭი დღესვე ეყრება.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

კენჭიყრაში მონაწილეობას მიიღებენ "ევროპული საქართველოს" წევრებიც. მათი გადაწყვეტილება კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ გუშინვე გახდა ცნობილი.