loader

საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი - ნახეთ 23-27 ივნისის ამინდის პროგნოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი - ნახეთ 23-27 ივნისის ამინდის პროგნოზი

23 ივნისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსამდე მოიმატებს. 24 ივნისს, დღის ბოლოდან 27 ივნისამდე დროგამოშვებით იწვიმებს და ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც. 25 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. 25 ივნისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.