loader

როგორ შეეჯახა ერთმანეთს "მარშრუტკა" და მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც არასრულწლოვნები ისხდნენ - საზარელი ავარია კახეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ შეეჯახა ერთმანეთს "მარშრუტკა" და მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც არასრულწლოვნები ისხდნენ - საზარელი ავარია კახეთში

ყვარელი-თელავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს "ფორდის" ტიპის მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსი ამოტრიალდა, მსუბუქი ავტომობილი კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად დაშავდნენ მძღოლები და ერთი მგზავრი. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამივე მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მიმდინარეობს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდარის შესახებ "ფეისბუქზე" წერს და ვიდეორეგისტრატორით გადაღებულ კადრებს ავრცელებს ერთ-ერთი არასრულწლოვნის ოჯახის წევრი. 
"არ ვიცი, რა ვთქვა, როგორ უნდა დავიწყო ჩემი სათქმელი ისე, რომ სიბრაზე და გულისტკივილი გამოვხატო. ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი, რომ ნასვამი არასდროს არ უნდა დაჯდე საჭესთან, რადგან პირველ რიგში, საკუთარი სიცოცხლე დაიცვა და მეორე სხვისი. აი, ამ "მარშუტკის მძღოლმა" ფაქტიურად გაწირა 5 ბავშვი და აქედან ერთი ჩემიიიიი ძმაა, 4 კი მისი მეგობარი. ღვთის წყალობით ახლა კარგად არიან. გთხოვთ, მძღოლებო, სადაც დალევთ, იქ მოინელეთ", - დაწერა მან.