loader

ადვოკატი ჰყვება, იცნობდა თუ არა გიორგი შაქარაშვილს და რა დაზიანებები აქვს მიყენებული პირს, რომელსაც გამოძიება ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ჰკითხავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადვოკატი ჰყვება, იცნობდა თუ არა გიორგი შაქარაშვილს და რა დაზიანებები აქვს მიყენებული პირს, რომელსაც გამოძიება ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ჰკითხავს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მცხეთის პოლიციაში გამოკითხული ერთ-ერთი პირის ადვოკატის, მზია ქასრაშვილის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ადვოკატის თქმით, მას დაზიანებები სახის არეში აქვს.

"დაკმაყოფილდა ჩემი შუამდგომლობა და კითხვები. კითხვები შეჯერდა, დაკონკრეტდა, დამუშავდა. სამედიცინო ექსპერტიზაზეა საუბარი. გატეხილი აქვს ცხვირი და შუბლი. ამის გამო სამედიცინო ექსპერტიზა მოვითხოვე და დაკმაყოფილდა ჩემი შუამდგომლობა", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაზიანებები კონფლიქტის დროს მიიღო.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები კონფლიქტში ჩართულები იყვნენ, მაგრამ გააჩნია კონფლიქტს -უშუალოდ დაბადების დღეზე, პირველ კონფლიქტში იყვნენ ჩართულნი", - აცხადებს მზია ქასრაშვილი.