loader

"5 თვეა ვეძებ შვილს და ვერ ვპოულობ" - ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"5 თვეა ვეძებ შვილს და ვერ ვპოულობ" - ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს

ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 31 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. არსებული ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს მდინარე რიონის ხიდთან ნახეს.

"ყველას ვთხოვ, შვილი მომაძებნინონ, იქნებ სადმე არის. მდინარე რიონში სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა, მაგრამ მერე შეწყდა. იქნებ ვინმეს ოჯახს შეაფარა თავი. თანხა ჰქონდა წაგებული, მაგრამ არ მგონია, ამის გამო წასულიყო. თუ ითამაშა, შეეძლო მისი გადახდა, არ ჰქონდა ამის პრობლემა. იქნებ ვინმესთან არის შეფარებული და გამაგებინონ. ხუთი თვეა მის შესახებ არაფერი მსმენია", - აცხადებს დაკარგულის დედა დინარა ჯაბუა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.