loader

რა დაზიანებები აღენიშნება ავტომობილს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დაზიანებები აღენიშნება ავტომობილს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს

მცხეთა-თიანეთის პოლიციის დეპარტამენტთან ექსპერტებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი მანქანა „ტოიოტა ქამრი" დაათვალიერეს.
პოლიციის დეპარტამენტთან დალუქულ მდგომარეობაში უკვე რამდენიმე დღეა „მერსედესის" მარკის ორი ავტომობილი და "ტოიოტა ქამრი" დგას. სწორედ "ტოიოტა ქამრის" აღენიშნება წინა მხარეს, ასევე, გვერდითა ნაწილზე დაზიანებები.

შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.