loader

გიორგი გახარიას რეაქცია, როცა პარლამენტში პრემიერის სიტყვით გამოსვლამდე ხმაური იყო - "ათქმევინე, რა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გახარიას რეაქცია, როცა პარლამენტში პრემიერის სიტყვით გამოსვლამდე ხმაური იყო - "ათქმევინე, რა"

პარლამენტში პლენარული სესია მიმდინარეობს, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წლიურ ანგარიშს წარადგენს.

სხდომა მცირედი ხმაურით დაიწყო. პრემიერის ანგარიშის წარდგენამდე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ პროცედურაზე სიტყვა ითხოვა, რის საშუალებაც არ მისცა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პროცედურა დეტალურად არის განსაზღვრული. მომხდარს გამოეხმაურა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ „პრემიერი ცოტა ხანს მოიცდის". ბიძინა გეგიძემ კი პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. ამ წუთებში სესიაზე სიმშვიდეა და გიორგი გახარია ანგარიშს წარადგენს.

პრემიერის ანგარიშის წარდგენას დღეს ესწრებიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველოც". სხდომაზე რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა.