loader

კიდევ ერთი სისხლიანი დაპირისპირება, რომელიც მკვლელობით დასრულდა - გურჯაანში სროლის დროს ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მეორე მძიმედაა დაჭრილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ ერთი სისხლიანი დაპირისპირება, რომელიც მკვლელობით დასრულდა - გურჯაანში სროლის დროს ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მეორე მძიმედაა დაჭრილი

გურჯაანში სროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო ერთი ყელის არეშია დაჭრილი. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში მოხდა, რასაც ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ.

ადგილობრივების თქმით, რამდენჯერმე სროლის ხმა გაიგეს, რის შედეგადაც დაიჭრა ორი ადამიანი. ერთი ​საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსის" საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია მოთავსებული.

გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსის" დირექტორის, გელა ორველაშვილის განცხადებით, დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.