loader

რა არის ბავშვებში დეპრესიის მიზეზი და როგორ უნდა ამოვიცნოთ პრობლემა - ფსიქოლოგის რჩევები, რომლებსაც ყველა მშობელი უნდა გაეცნოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის ბავშვებში დეპრესიის მიზეზი და როგორ უნდა ამოვიცნოთ პრობლემა - ფსიქოლოგის რჩევები, რომლებსაც ყველა მშობელი უნდა გაეცნოს

თამაში, ვარჯიში, მუსიკის მოსმენა, კინემატოგრაფიის და ლიტერატურის სამყარო ან უბრალოდ, სოციალიზაცია - სხვადასხვა სახის სიამოვნება, რომლებიც აღარაფერს ნიშნავს... ეს ანჰედონიაა - უუნარობა, მივიღოთ სიამოვნება ისეთი ქმედებებისგან, რაც წესით, ხალისიან განწყობაზე უნდა გვაყენებდეს. ანჰედონია 21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებულ მენტალურ დაავადებას - დეპრესიას ახასიათებს, რომელიც სხვა რიგი სიმპტომებით მჟღავნდება - მათ შორისაა ძილის და კვების რეჟიმის დარღვევა, ადვილად გაღიზიანებადობა, უიმედობა, თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება და ა.შ.

რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი, განსაკუთრებით კი, მოზარდი, ამგვარ მდგომარეობაში ვარდება, და როგორ უნდა განვდევნოთ ის, რაც შესაძლოა, ტრაგედიით დასრულდეს ან არასრულფასოვანი ცხოვრების სამუდამო განაჩენად გადაიქცეს?

ამაზე ფსიქოლოგი ქეთი დალინკევიჩი გვესაუბრება - ის ბავშვთა დეპრესიის გამომწვევ ფაქტორებს შორის რამდენიმე მთავარ მათგანს გამოჰყოფს და ამბობს, რომ დეპრესიის განვითარებისკენ, ძირითადად, დაბალი თვითშეფასების ადამიანები არიან მიდრეკილნი.



ავტორი: ეკა აბაშიძე