loader

როგორ მოიქცა თორნიკე შენგელია, როდესაც ესპანეთის ჩემპიონი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მოიქცა თორნიკე შენგელია, როდესაც ესპანეთის ჩემპიონი გახდა

30 ივნისს, ლიგა ენდესას ფინალში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "ბარსელონა" 69:67 დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა.

თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ მეორე პერიოდი "ბარსამ" უკეთ ჩაატარა, ზუსტი სამქულიანების წყალობით 9 ქულით გაიჭრა წინ, დიდ შესვენებაზე კი 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში ბასკურმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. მეოთხე პერიოდის შუაში შენგელიასთან ბრძოლაში ნიკოლა მიროტიჩმა მეხუთე პერსონალური მიიღო (ეს, ალბათ, შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი იყო). თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და საბოლოოდ "ბასკონიამ" იმარჯვა.

შენგელიამ 33:11 წუთში 14 ქულა (8-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო),
4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 11 იყო.