loader

განათლების სამინისტრომ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განათლების სამინისტრომ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად მზადყოფნა დაადასტურა. როგორც მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, გამოცდებზე მისულ აბიტურიენტებს, მაგისტრობის მსურველებსა და მასწავლებლებს უსაფრთხო გარემო დახვდებათ. მან ასევე აღნიშნა, საგამოცდო სივრცეში დაცული იქნება საჭირო დისტანცია, თითოეული მაგიდა უზრუნველყოფილი იქნება წინადამცავი ბარიერებით, ყველა სივრცე განიავდება, გამოცდის მიმდინარეობისას კი გამოცხადდება სანიტარული შესვენება.