პირდაპირი ეთერი სარფიდან, სადაც თურქეთში დასაქმებული მოქალაქეები საქართველო-თურქეთის საზღვრის გახსნას ითხოვენ
14:06 / 01-07-2020
თურქეთში, ქალაქ ქემალფაშაში დღიურ სამუშაოზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას სარფში მართავენ. ისინი ითხოვენ, ხელისუფლებამ მათ პანდემიის დროს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს და 300-ლარიანი კომპენსაცია მიიღონ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სარფი-ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ცენტრალური გზა ამ დროისთვის გახსნილია.
ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მივიდა. კადრებს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.