loader

"2018 წლიდან დღემდე ეტაპობრივად მოსთხოვა და გამოართვა 44 000 ლარი" - სუს-მა მოსყიდვის საქმე გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"2018 წლიდან დღემდე ეტაპობრივად მოსთხოვა და გამოართვა 44 000 ლარი" - სუს-მა მოსყიდვის საქმე გახსნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს, მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ თანამშრომელი დააკავეს.

მათი ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში კომერციული მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 23 მაისს დაიწყო.

გამოძიებით დგინდება, რომ მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომელი ზედამხედველობას უწევდა ფოთში შპს TAHAL GROUP B.V.-ისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის პროცესს. იმ მოტივით, რომ საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელს ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული კომპანიის, შპს ,,პოზიტივ ფაილის“ მფლობელისათვის პრობლემები არ შეექმნა, გაჭიანურებული სამუშაოების შესახებ დამკვეთისთვის არ ეცნობებინა და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილ უზუსტობებზე რეაგირება არ მოეხდინა, შპს-ს ხელმძღვანელს 2018 წლიდან დღემდე ეტაპობრივად მოსთხოვა და გამოართვა 44 000 ლარი.