loader

გახარიას წარმოდგენა არ აქვს, იქნება თუ არა სიის პირველი ნომერი - რა უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გახარიას წარმოდგენა არ აქვს, იქნება თუ არა სიის პირველი ნომერი - რა უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტებს

წარმოდგენა არ მაქვს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტული სხვა საკითხებია.

„წარმოდგენა არ მაქვს. დღეის მდგომარეობით, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეპიდემიოლოგია, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა და ახლა ძალზე მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მიმდინარე პროცესები, როგორიც არის გამოცდები, რომელიც დღეს დაიწყო და კიდევ ბევრი რამ“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ სიის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები ამ ეტაპზე დაწყებული არაა.