loader

კასპში კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა - როგორ წამლავენ მავნე მწერებს სოფელ დოესში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კასპში კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა - როგორ წამლავენ მავნე მწერებს სოფელ დოესში

სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის მიმდებარე ტერიტორიაზე კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით მუშავდება.

" აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში - კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე, თბილისის შემოგარენში ამ დროისთვის დამუშავებულია 26 000 ჰექტარი ფართობი. იმ ტერიტორიებზე, სადაც კალიის გავრცელების კერებია დაფიქსირებული, ღონისძიებები საჭიროებისამებრ გაგრძელდება. კალიის საწინააღმდეგო წამლობა სახელმწიფო პროგრამის - „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“, ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება. აღნიშნული ღონისძიებები იცავს მწვანე საფარსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებს განადგურებისაგან და თავიდან გვაცილებს ეკონომიკურ ზარალს. მავნებლის წინააღმდეგ უკანასკნელ წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, კალიის პოპულაცია რეგულირებადია,"-აღნიშნავენ უწყებაში.