loader

"ძიძას გადმოუვარდა... ბავშვი, ბავშვიო, ყვიროდა" - რას ამბობენ მეზობლები დიდ დიღომში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომლის დროსაც მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძიძას გადმოუვარდა... ბავშვი, ბავშვიო, ყვიროდა" - რას ამბობენ მეზობლები დიდ დიღომში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომლის დროსაც მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადავარდა, კვლავ მძიმეა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, მცირეწლოვანს ამ წუთებში კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება.

"მდგომარეობა შემოსვლის წუთიდან ძალიან მძიმე იყო. ბავშვი ისევ საოპერაციოშია შეყვანილი, ქალატვინის ტრავმა, ტრამვული შოკი იყო და დილით ისევ საოპერაციოში შეიყვანეს, ოპერაციას ნეიროქირურგი აკეთებს", - აცხადებს ჩხაიძე.

გუშინ, თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.