"ქმარმა არ იცოდა, ასე იმშობიარა წინა წელსაც, მუცელშივე მოკვა ბავშვი" - რას ამბობენ მეზობლები 24 წლის გოგოზე, რომელმაც სახლში იმშობიარა და ჩვილი კი საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნაპოვნი ჩვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩვილის დედა დაკავებული არ არის, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დანიშნულია ექსპერტიზა.
არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალმა სახლში იმშობიარა და შემდეგ ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.