X
როგორ გამოიყურება საგამოცდო სექტორები, სადაც ორ დღეში აბიტურიენტები იმუშავებენ
13:46 / 04-07-2020
განათლების მინისტრის მოადგილემ და ერთიანი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებისთვის თბილისის 103 საჯარო სკოლაში ე.წ ღია კარის დღე მოაწყვეს, სადაც მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ, რა პირობებში ჩატარდება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები კორონავირუსის პრევენციის გათვალისიწნებით. განათლების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, საგამოცდო სივრცეები თითქმის მზად არის აბიტურიენტების მისაღებად, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება 6 ივლისს.

მინისტრის მოადგილის თქმით, გამოცდების ჩაბარების პროცესი მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი კომფორტისა და უსაფრთხეობის თვალსაზრისით. მისი თქმით, პანდემიის პრევენციის პირობებში სამინისტრომ განსაკითრებული ზომები მიიღო იმისათვის, რომ თითოეულ გამოსაცდელ პირს, ადმინისტრატორს და გამოცდების ორგანიზატორებს მომზადებულები დახვდნენ. საგამოცდო ოთახში, სადაც გამოსაცდელები სამუშაო მერხს მიუსხდებიან გამიჯნულია გამჭვირვალე ბარიერებით ისე, რომ პირებს შორის კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც შეეხება ქცევის წესებს, ნუნუ მიცკევიჩის თქმით, აბიტურიენტები გამოცდის დღეს აუცილებლად პირბადით უნდა გამოცხადდნენ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ინციდენტი შეემთხვა გუშინ გია სურამელაშვილს რესტორანში - რას ამბობს მომღერლის პროდიუსერი და რას აცხადებენ შსს-ში
არქეოლოგებმა ჩვ. წ. აღ-მდე XV-XIV საუკუნეების სამარხი და ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
3 წლის გაუჩინარებული გოგონას საქმეს 13 წლის შემდეგ ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს - ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედია, რომელზეც სერიალიც კი შექმნეს
"5 თვეა ვეძებ შვილს და ვერ ვპოულობ" - ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს
"ნეტა, გადამეღო ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ფოტოგრაფთან, რომელმაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა
პუტინის ქალიშვილების 7 უცნობი ფოტო, რომლებიც რუსეთიდან გაქცეულმა ბანკირმა  გაასაჯაროვა
"ლაწირაკო, უზრდელო, მაიმუნო!" - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრსა და აქტივისტს შორის
"ოქრო დიდ როლს თამაშობს... ცეკვა მრავალფეროვანია" - ერაყში მცხოვრები ქართველი გოგო გვიყვება, როგორ ხდება ქორწინება ერაყში