loader

"განადგურებულია, შოკშია, არც მშობლები ადანაშაულებენ" - რას ამბობენ ახლობლები ძიძაზე, რომელიც უბედური შემთხვევის დროს 3 წლის ბავშვთან ერთად იმყოფებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"განადგურებულია, შოკშია, არც მშობლები ადანაშაულებენ" - რას ამბობენ ახლობლები ძიძაზე, რომელიც უბედური შემთხვევის დროს 3 წლის ბავშვთან ერთად იმყოფებოდა

სამი დღის წინ დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი მე-6 სართულიდან გადმოვარდა. 3 წლის ბიჭუნას მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. პატარას ოპერაცია ციციშვილის კლინიკაში შაბათს ჩაუტარდა.

როგორც მეზობლები ამბობენ, პატარა ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. მათივე თქმით, ბავშვმა მწერებისგან დამცავ ბადეს ხელი მიადო და მას გადმოჰყვა.
ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანების უმრავლესობა ძიძას აკრიტიკებდა, თუმცა ძიძას დამცველებიც გამოუჩნდნენ. ამბობენ, რომ ძიძა შოკურ მდგომარეობაშია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:

მიმღები: გურანდა ხიმშიაშვილი
ანგ: #GE53TB7896845068100005
დანიშნულება: ცოტნესთვის