loader

სპორტდარბაზები და საცურაო აუზები იხსნება - დეტალებზე ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში საუბრობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპორტდარბაზები და საცურაო აუზები იხსნება - დეტალებზე ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში საუბრობენ

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას.