loader

ხანძარი წინანდალში - სასტუმრო "რედისონიდან" ხალხის ევაკუაცია განხორციელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი წინანდალში - სასტუმრო "რედისონიდან" ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" ხანძარი გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ძლიერი დაკვამლიანების გამო სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძარი ამჟამად სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო „რედისონ ქოლექშენი - წინანდლის მამულის“ გენერალურმა მენეჯერმა ელენე ოთარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ყველა დამსვენებელი და თანამშრომელი უსაფრთხოდაა.

„ცეცხლი გაჩნდა სასტუმროს მე-5 სართულზე, საუნის ლოკაციაზე. ცეცხლი არის სრულად ლიკვიდირებული. აბსოლუტურად ყველა სტუმარი და ყველა თანამშრომელი უსაფრთხოდაა.

ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი უსაფრთხოების სისტემა. შესაბამისად, ყველაფერი მოხდა უსაფრთხოდ. ეკიპაჟი მოსულია, მიმდინარეობს კვამლის განეიტრალება. ზარალი არის უმნიშვნელო. აბსოლუტურად ყველა დამსვენებელი და ყველა ჩვენი გუნდის წევრი დროულად იქნა გამოყვანილი შენობიდან. რა გახდა ამის მიზეზი, დავადგენთ“, - განაცხადა ელენე ოთარაშვილმა.

ასევე იხილეთ: "მე ამდენი სახანძრო არ მინახავს..." - რას ჰყვებიან თვითმხილველები წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" გაჩენილ ხანძარზე

"ხანძრის პირველი წყარო იყო "საუნა" - სახელმწიფო რწმუნებული კახეთში