loader

"ხანძრის პირველი წყარო იყო "საუნა" - სახელმწიფო რწმუნებული კახეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხანძრის პირველი წყარო იყო "საუნა" - სახელმწიფო რწმუნებული კახეთში

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, წინანდალში მდებარე სასტუმრო „რედისონში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ხანძარი წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" ღამის 12:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი საუნიდან გავრცელდა.

ასევე იხილეთ: ხანძარი წინანდალში - სასტუმრო "რედისონიდან" ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

"მე ამდენი სახანძრო არ მინახავს..." - რას ჰყვებიან თვითმხილველები წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" გაჩენილ ხანძარზე