loader

როგორ გამოიყურება ავტომობილი მძიმე ავარიის შემდეგ, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ავტომობილი მძიმე ავარიის შემდეგ, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია. შემთხვევა საბაჟოს უბანში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.


ავტორი: მაია ძაგანია