loader

რა თქვა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე, სანამ პროკურატურაში შევიდოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე, სანამ პროკურატურაში შევიდოდა

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურ ტელეფონში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო და აუდიო მასალებს არანაირი კავშირი არ აქვს შაქარაშვილის საქმესთან.

როგორც კობაიძემ ქალაქის პროკურატურაში გამოკითხვის დაწყებამდე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აქედან გამომდინარე, უწყებას მიმართეს, რომ მასალა განადგურდეს. ადვოკატის თქმით, როგორც ჩანს, მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ცნობისთვის, ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე გამოკითხვაზე დაიბარეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ მასალებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების შესახებ ინფორმაცია სწორედ ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა გაასაჯაროა. მისი თქმით, პროკურატურამ აღნიშნული ფაილები სხვა მასალებთან ერთად შეცდომით გადაუგზავნა. თავის მხრივ, პროკურატურაც ადასტურებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც, უწყების ცნობით, ცალკე წარმოებად გამოიყო.


ავტორი: გიორგი ჟამერაშვილი

ასევე იხილეთ: "დაგვპირდნენ, რომ განადგურდება" - ადვოკატები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ