loader

"დაგვპირდნენ, რომ განადგურდება" - ადვოკატები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაგვპირდნენ, რომ განადგურდება" - ადვოკატები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ კომპიუტერი, სადაც შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურ ტელეფონში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები იყო ჩატვირთული, დალუქულია და მასალები განადგურდება. ამის შესახებ ადვოკატმა საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ მოხვდა სხვა მასალებთან ერთად არაავთენტური მასალები, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს შესაძლოა, შსს-ს თანამშრომლის დაუდევრობის ბრალია და ასევე არც იმას გამორიცხავს, რომ საქმესთან დაკავშირებით არავის ბრალეულობა არ დადგეს.

ასევე იხილეთ: რა თქვა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე, სანამ პროკურატურაში შევიდოდა