loader

დატბორილი სახლები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა ხდება ფოთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დატბორილი სახლები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა ხდება ფოთში

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. წყალმა შეაღწია ეზოებშიც.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ყოველი უხვი ნალექის დროს ეს პრობლემა აწუხებთ.

„წლებია ეს პრობლემა დგას და ამ დრომდე ვერ გვარდება. ყოველი უხვი ნალექის მოსვლას შიშით ველოდებით. ხელისუფლებამ ეს საკითხი ოდესღაც ხომ უნდა გადაჭრას?“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს.

„რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და ქუჩების დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ამ წუთებში მობილიზებულია ყველა სამსახური. ყველა სატუმბი სადგური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს", - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.