loader

"დააწყნარე ნერვები, ხელი ჩაწიე... ნუ "ბლატაობ" - ყვირილი და დაძაბულობა კომიტეტის სხდომაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დააწყნარე ნერვები, ხელი ჩაწიე... ნუ "ბლატაობ" - ყვირილი და დაძაბულობა კომიტეტის სხდომაზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარესა და ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრ ლევან კობერიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ლევან კობერიძის მხრიდან კითხვებისთვის განკუთვნილი დროის ხანგრძლივობის გაპროტესტებას მოჰყვა.

„ ბატონო რომან, თქვენ არ გინდათ, რომ საკითხი ნორმალურად იყოს განხილული? რისთვისაა კომიტეტებში ეს განხილვა. ნუ მიქნევ ხელებს,“-აღნიშნა კობერიძემ. რომან კაკულიამ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ დეპუტატები მსგავს დღის წესრიგზე შეთანხმდნენ.

„არ მინდა დაძაბული ტონი. ნუ მიყვირიხარ, უყვირე ვისთანაც გაგსვლია. მორჩი აქ „ბლატაობას“. შევთანხმდით და გააკეთე ის, რაც შევთანხმდით,“-განაცხადა კაკულიამ, რის შემდეგაც შესვენება გამოაცხადა.