loader

ვინ არის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასული აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რა ბედი ელით იმ აბიტურიენტებს, რომლებიც გამოცდას მასთან ერთად წერდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასული აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რა ბედი ელით იმ აბიტურიენტებს, რომლებიც გამოცდას მასთან ერთად წერდნენ

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, გარდაბნის მკვიდრია და ვირუსით ბებიისგან დაინფიცირდა. გოგონა რუსთავის საგამოცდო ცენტრში 7 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე იმყოფებოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან გამოცდას წერდნენ, ეპიდემიოლოგები აკვირდებიან.

როგორც მან დღეს განათლების სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, დიდი ალბათობით, მათ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ, ხოლო ყველა გამოცდის წინ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.

„9 აბიტურიენტთან, ვისთანაც ეს აბიტურიენტი გამოცდას წერდა, ამჟამად ჩვენი ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დიდი ალბათობით, ალბათ, მათ საკარანტინო სივრცეში გადასვლა დასჭირდებათ და საკარანტინო სივრციდან ყველა გამოცდის წინ ასე მოვილაპარაკეთ და ასეთია გადაწყვეტილება, რომ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება ყველა გამოცდაზე გასვლის წინ. ვნახეთ, რომ ორი დამკვირვებელია, მაგრამ ჩვენ კარგად დავაკვირდით, ვნახეთ ვიდეოჩანაწერი და დამკვირვებლები საკმაოდ კარგად იცავდნენ იმ წესებს, რაც პირველად პროტოკოლით იყო განსაზღვრული და დიდი ალბათობით, მათ იზოლირება არ დასჭირდებათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.