შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა - ავარია თელავი-შუამთის გზაზე
ავარია თელავი-შუამთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და "ფორდის" მარკის სატვირთო მანქანა შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა. დაშავებულები შუახნის მამაკაცები არიან. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
მომხდარის გამო მოძრაობა გომბორის მიმართულებით შეფერხებული იყო.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო დახმარება და პოლიციაა მობილიზებული.