loader

რა ემართება ქვეყნებს, რომელთაც ერთი და იგივე მმართველი სამი და მეტი ვადით მართავს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ემართება ქვეყნებს, რომელთაც ერთი და იგივე მმართველი სამი და მეტი ვადით მართავს?

საკონსტიტუციო შეზღუდვები, რომლებიც ერთი ადამიანის მიერ საპრეზიდენტო პოსტის დაკავების, წინასწარ განსაზღვრულ, კონკრეტულ ვადებს გულისხმობს - საკმაოდ ხშირი მოვლენაა.
როგორც Constitution Unit-ის საერთაშორისო გაერთიანების ექსპერტებმა დაითვალეს, 1875 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში, სახელმწიფო მეთაურების დაახლოებით მეოთხედმა, რომლებიც დაკავებულ პოსტზე დაწესებულ ლიმიტებს წააწყდნენ, ამა თუ იმ სახით საკონსტიტუციო შეზღუდვების გაუქმება სცადეს და მათ 20 პროცენტს, 71 მათგანს ეს გამოუვიდა. ისინი მიზანს სხვადასხვა გზით აღწევდნენ: მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ან ახალი კონსტიტუციის მიღების საშუალებით, რეფერენდუმების ხარჯზე, ლოიალური პარლამენტის გავლით ან სხვა რადიკალური მეთოდებით. ყველაზე ნათლად კონსტიტუციის „გადასინჯვა“ აფრიკის კონტინენტზე წარმორჩნდა.
პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერების მხრიდან, რომელთა უფლებამოსილების ვადა იწურება, უმაღლეს კანონში ცვლილებების შეტანა პოპულარული ინიციატივაა. გამონაკლისი არც ჩვენი რეგიონია.