loader

რა მიზეზით გაიზარდა საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებელი 9 ახალი შემთხვევით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მიზეზით გაიზარდა საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებელი 9 ახალი შემთხვევით?

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 9-დან 5 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„ქვეყანაში დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული არ გვყავს, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.

ჩვენს ცენტრში დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა და ამ ეტაპზე 25 პაციენტი გვყავს. 3-ივეს მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალოზე მსუბუქი გახლავთ. დანარჩენ პაციენტებთანაც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.